“მთავარი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე საჩხერის საკარნტინო სივრცეში მოთავსდა.
ჟურნალისტებმა მედიკოსებს დღეს, მას შემდეგ მიმართა, რაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს იური ნოზაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, მინისტრის მოადგილე იყო თვითიზოლაციაში, მაგრამ არღვევდა მის ყველა პირობას, დადიოდა ქუჩაში, არ ეკეთა პირზე პირბადე, არც ხელთათმანი ეკეთა.
ვაჩიბერაძემ რამდენიმე დღის წინ მოამზადა სიუჟეტი საჩხერის ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტის შესახებ, რომელიც ნოზაძის შვილი გახლავთ. ინფორმაციის დასადასტურებლად ის ამ პაციენტის ოჯახშიც მივიდა, სადაც მას იური ნოზაძემ ჰკითხა:
“კორონავირუსის გადადების არ გეშინია?”
ბატონო იური, თქვენს რომ უკან რომ ქალი და ახალგაზრდა მამაკაცი იდგნენ, იმათ არ ეშინიათ? იმედია, ყველა პირი, ვისთანაც შემხებლობაში იყავით – თვითიზოლაციაშია.
კომენტარები