ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, თქვა:
„პირდაპირ ვაცხადებ, ძალიანაც მიხარია, რომ ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ზის ციხეში, იმიტომ, რომ ის არის დამნაშავე. რა თქმა უნდა გახარებული და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ის არ ყოფილიყო დამნაშავე, არ ჩაედინა სისხლის სამართლის დანაშაული, განსაკუთრებით, მძიმე კატეგორიის დანაშაულები…
მაგრამ ახლა ძალიან გახარებული ვარ, ძალიან კმაყოფილი, რომ ის დღეს, როგორც დამნაშავე ზის ციხეში. ერთადერთი, რაც იწვევს პირადად ჩემს, როგორც მოქალაქის უკმაყოფილებას სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, არის ის, რომ მას ჯერ არ აქვს წარდგენილი რეალური ბრალდებები, რისთვისაც უნდა გასამართლდეს”
კომენტარები