ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი:
“ვეჭვობ, მთავარი განმსაზღვრელი პოლიტიკური პროცესებია, რის გამოც გადაწყვეტილებები მყისიერად და სწრაფად არ მიიღება, არადა ეს მოსახლეობისთვის და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანიაა.
ვისურვებდი, რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს მწვანე ბარათები.
ვფიქრობ, საყოველთაო გამოსვლები, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე მართავს და გაგანია პანდემიის დროს შეკრებები, რომლებიც კვირაგამოშვებით ეწყობა, ძალიან სამწუხარო რეალობაა, რა მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს; წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ეს არის კატასტროფის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა, ეცოდებოდეთ და ებრალებოდეთ მათ საკუთარი მოსახლეობა და ასე არ ექცეოდნენ. ეს ეხება ყველას”
კომენტარები