მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ გვერდზე Lukrecio Bakanidze, წერს:
“სხვათაშორის, მე პირადად „ქართული ოცნებისადმი“ აგრესიული განწყობა არ გამაჩნია, და ერთგვარი ჯაჭვის მიზეზ-შედეგობრივ კავშირად განვიხილავ მათ. ლოგიკურ გარდაუვალობად, ასე ვთქვათ. რამეთუ: ვინც ხელისუფლებაში აჩერებს და ამდენს აბედინებს, იმ საზოგადოების, ანუ ჩვენი ბრალია ყოველი. ჩვენ კიდევ, მენტალურად სსრკ ვართ ისევ. და ეს მოვლენა 21 საუკუნეში, თავისმხრივ, საგანმანათლებლო სისტემის არარსებობის ბრალია, რომელიც, ასევე და პირდაპირპროპორციულად, კრიმინალური და ყოვლად ბილწი, უმეცარი ორგანიზაციის ზეობის ბრალია, საპატრიარქოდ წოდებულის. 80% ნდობით რომ სარგებლობს ერში – იმ ორგანიზაციის.
სააკაშვილს რაც შეეხება: ცუდია თუ კარგი, მოგვწონს თუ არ მოგვწონს – ელემენტარული აზროვნების უნარი, ან თუნდაც მისხალი ალღო სჭირდება იმის მიხვედრას, რო ეგ კაცი ჭეშმარიტად საუკეთესო მოტორია ამჟამად, ამ – ერთ ადგილზე დგომით დაჟანგებული ქვეყნისთვის. დაახლოებით ასე გამოიყურება ჩემი ხედვა მიმდინარე მოვლენების მიმართ და მიძახეთ ახლა ნაცი და მიშისტი, ვინც მიცნობს, კი იცის, რა მაგრად მკიდია @ლეზე ნებისმიერი ეპითეტი, საქებარი თუ პირიქით… ასე რომ, კიბატონო: თავისუფლება მიშას.
p.s. – ვიცნობ სხვათაშორის. ფრანკფურტში ჯერ ეგ გამეჩითა წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე და მერე კახი კალაძე”
კომენტარები