პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა TV იმედის ეთერში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას თქვა:
ფინალი არ ვიცი ახლა, ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.
“ალია” შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის მიხედვით ადამიანს აქვს სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, თავისუფლების უფლება!
ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს გამოკვებილი, ჰქონდეს ჭერი, მიიღოს განათლება, მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, მათ შორის, მედიკამენტი, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია – ამ და სხვა უფლებებზე უნდა აპელირებდეს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პრემიერი და დაუშვებლად მიგვაჩნია თვითმკვლელობის გამართლება და პროპაგანდა!
მით უფრო, რომ ყოველ დღე გვხვდება წერილები, როგორ კაპიკ-კაპიკ აგროვებენ ადამიანები ერთმანეთისთვის, ბავშვებისთვის წამლის და მკურნალობის ფულს!
ყოველ დღე ვხედავთ როგორ თხოულობენ ქუჩაში ფულს მოხუცები!
ყველას გვხვდება ქუჩაში უსახლკარო ადამიანები!
სტუდენტები იღებენ აკადემიურს, ან ტოვებენ უნივერსიტეტს, რადგან ვერ იხდიან გადასახადს!
მოქალაქეების დიდი ნაწილის შემოსავალი მხოლოდ არასრულფასოვან კვებას და გადასახადებს ჰყოფნის!
ოკუპაციურ ხაზთან სოფლები უპატრონოდაა მიტოვებული! არაერთი მასალა აქვს ამაზე “ალიას” გამოქვეყნებული!
და ა.შ. და ა.შ.
თვითმკვლელობამდე მიყვანა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დასჯადია!
თითქმის ყველა რელიგიის მიხედვით, თვითმკვლელობა უპატიებელი ცოდვაა!
კომენტარები