მსახიობმა ბუბა კიკაბიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ „სხვა ნანუკას“ ეთერში ისაუბრა.
კიკაბიძე ამბობს, რომ მთავრობას სააკაშვილი სასიკვდილოდ ჰყავს გადადებული.
„მიშა ძალიან მიყვარს, ჩანს, რომ გადადეს სასიკვდილოდ, ამას მთელი მსოფლიო უყურებს და რატომ გვარცხვენენ? რატომ ირცხვენენ თავს?
მე იმას აღარ ვამბობ, რომ ყოველ წუთში შეიძლება რაღაც დაემართოს ამ ადამიანს, მერე ალბათ დედა შვილს აღარ აიყვანს ხელში.
მე უკვე მეზიზღება ტელევიზორის ჩართვა, ვუსმენ ამ უწმაწურ სიტყვებს, გინებას, საზიზღრობას… მრცხვენია რა… მე ჩემი თავის მრცხვენია, რომ ქართველი ვარ.
მიშას ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს. მიშამ იმდენი ლამაზი რამ გააკეთა თბილისისთვის, მცხეთისთვის, ბათუმისთვის, რომელი ერთი ჩამოვთვალო?
შეცდომები ვის არ მოსდის? მიშა მიყვარხარ!“- თქვა ბუბა კიკაბიძემ.
კომენტარები