დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძე ტვ პირველთან საუბრობს:
“სამწუხაროდ, კლების ტენდეცია არ გვაქვს, მატების ტენდეცია გვაქვს, რაზეც ხშირად ვსაუბრობდით აქამდეც.
დღეს 39 ნიმუში იყო შემოტანილი და გრძელდება ჯერ კიდევ ნიმუშების შემოტანა და როგორც იცით, დადასტურდა ერთი დამატებითი, 24-ე შემთხვევა.
24-ე პაციენტი ასევე დაკავშირებულია იტალიასთან. როდესაც დადებითია ანალიზის პასუხი, ვუკავშირდებით საავადმყოფოს და ოჯახს. ამ ეტაპზე – ჯერ არ არის მათთან შეტყობინება გაკეთებული, ამიტომ მეტს ვერაფერს ვიტყვი.
მაგრამ, პირდაპირ ვიტყვი, ეს არ არის შიდა გავრცელება, შემოტანილ შემთხვევასთან არის ასოცირებული.
კომენტარები