თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაცვის სამსახურში ცალკე პირი გაჩნდა, რომელიც მას კორონავირუსით ინფიცირებისგან იცავს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მასალა თურქეთის პარლამენტშია გადაღებული და კადრებზე ჩანს თუ როგორ დაჰყვება თურქეთის ლიდერს ადამიანი თერმული ფოტოაპარატით, რომელიც პრეზიდენტთან კონტაქტში შემავალ ყველა ადამიანს ამოწმებს.
კომენტარები