ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანმოს მიერ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებაზე ისაუბრა.
„ძალიან დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ პანდემიის გამოცხადებას, იმიტომ რომ პანდემია დე ფაქტო იყო უკვე დიდი ხანია და ეს ვიცოდით ყველამ. უბრალოდ ეს არ ჰქონდა გამოცხადებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. პანდემია ჰქვია იმ მდგომარეობას როდესაც ამა თუ იმ ინფექციის გავრცელება სცდება ორ კონტინენტს. ეს სიტუაცია უკვე დე ფაქტო არსებობდა, თუ გაინტერესებთ რატომ აქამდე არ ავრცელებდა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, მას აქვს თავისი მოსაზრებები, თუ როდის უნდა გამოაცხადოს. ის არ აცხადებს ხოლმე როდესაც ორ კონტინენტს გასცდება ინფექცია, არამედ როდესაც მოსახლეობის დიდ მასას მოიცავს ინფექცია.ოფიციალურად ეს ჩვენთვის არაფერს არ შეცვლის, ჩვენ მაინც ვმუშაობდით იმ რეჟიმში, რომ დე ფაქტო იყო პანდემია“
კომენტარები