კახეთში სოფელ კურდღელაურში 49-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ლალი მუმლაური, რომელიც სკოლის დირექტორიცაა, კოვიდინფიცირებულთა სიაში ამ დრომდე ირიცხება. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.
მუმლაურმა ფაქტის გახმაურების შემდეგ თქვა, რომ მასსა და მის ოჯახის წევრებს იზოლაციის ვადა ამოეწურათ, თუმცა ამის დასადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა და ვერც ის, მიღებული აქვს თუ არა pcr ტესტის უარყოფითი პასუხი.
“ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ მიგვიცია ინფორმაცია, რომ ვიყავით კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში და არც მესიჯი არ მოგვსვლია. იზოლაციის ვადა გაგვივიდა 27 ოქტომბერს. ასეთი განმარტება მომცეს თელავის საოლქოში, რომ 25 ოქტომბრის მონაცემებითაა აღებული ეს [სიის] მონაცემები”,- ამბობს კომისიის თავმჯდომარე.
საუბნო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე მობილიზებული არიან “ქართული ოცნების” კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩეველს აგიტაციას უტარებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი მოქალაქეებს ხმის სანაცვლოდ თანხასაც სთავაზობენ.
“ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს მისვლას, რომ არ აქვთ პირადობის მოწმობები, დარღვევებია კოვიდინფიცირებულთა მიმართულებით, არიან კომისიის წევრები, კომისიის თავმჯდომარე, რომელიც კოვიდინფიცირებულთა სიაშია. არაერთი საჩივარია დაწერილი. ამომრჩეველი, რომელიც არის კოვიდინფიცირებულთა სიაში არის მცდელობა, რომ მივიდნენ საარცევნო უბანზე და იქ მისცენ ხმა”,- ამბობს გიორგი ბოტკოველი.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები უბნებთან მომხდარ კანონდარღვევის ფაქტებზე არ რეაგირებენ.
წყარო – მთავარი
კომენტარები