„ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა, მთავრობამ აკრძალოს“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.
„ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ დაწესებულიყო გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის ცხოვრების წესის ჩვეულებრივი შეზღუდვა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა, მთავრობამ აკრძალოს. ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული“,- განაცხადა იმნაძემ.
კომენტარები