უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთამ შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი “გაცილებით უარესად გამოიყურება”.
უბრალოდ ელოდო, ადამიანი როდის გახდება შეუძლოდ, ეს ძალიან არასწორია. მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა სამარცხვინოა. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ამის ასე დატოვება არ შეიძლება.
ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, არჩევნები მოიპარეს და ეს ძალიან მტკივნეული და უსამართლოა, მაგრამ თუ ბრძოლა არ გაგრძელდა, ნამდვილად შეიძლება დავკარგოთ მიშას სიცოცხლეც.
ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, რომ ის ყოველდღიურად მძიმდება , მას ციხეში 20 კილო აქვს დაკლებული. ესაჭირეობა ხარისხიანი სამედიცინო დახმარება სამოქალაქო კლინიკაში. ეს არ შეიძლება, რომ იყოს გლდანის კლინიკა. საჭიროა პრეზიდენტის გათავისუფლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მას თავი უჭირავს, თუმცა ვხედავ, რომ დღითი დღე უფრო ცუდად ხდება. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა”- თქვა დეპუტატმა.
კომენტარები