დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, რუსთავი2-თან, კითხვას, იგეგმება, თუ არა ტრანსპორტის გაჩერება, სკოლების დახურვა და ა.შ. დამატებითი ღონისძიებები, ასე პასუხობს:
“ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოზე არგანხილულა. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მომზადებული არ არის. დაავადებათა კონტროლის ცენტრს მსგავსი ტიპის რეკომენდაციები არ გაუცია.
ჩვენი რეკომენდაციებია დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ პირბადე, თავი ავარიდოთ დიდ შეკრებებს, წავიდეთ და ავიცრათ.
არჩევნების წინ მოვუწოდე მოსახლეობას, შევასრულებთ სამოქალაქო ვალდებულება, მივცემთ ხმა, ხმის მიცემის მერე, ვინც არ არის აცრილი, წაბრძანდით და აიცერით. ეს იქნება ასევე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. დღეს აცრაზე მთავარი არაფერია. აცრა იცავს ათობით და ათასობით ადამიანს.
10 პროცენტი სკოლების, სადაც ბევრი შემთხვევა იყო გადასულია დისტანციურ სწავლებაზე, მაგრამ სკოლები არ იხურება! სკოლებში გრძელდება რეგულაციებით დასწრებული სწავლა.”
კომენტარები