რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხელ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს და წერს:
“პარლამენტის დატოვების მოწოდება არის შეცდომა. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი.
არავითარი რესურსი მოძალადე, გამყალბებელი ხელისუფლების ქუჩიდან გასტუმრების არ არის.
2003 წ. 22 ნოემბრის მოლოდინი არის ყალბი ილუზია.
ფსევდორევოლუციური რიტორიკა და ქმედება მოიტანს არა გამარჯვებას, არამედ პროტესტის ქუჩაში გალევას და იმედგაცრუებას.
როგორც ჩანს, წყალგამყოფი ოპოზიციაში ახლა ნამდვილად ესაა – კიდევ უფრო გავზარდოთ უპირატესობა და აღარ ეყოს ხელისუფლებას გაყალბების რესურსი (როგორც მოხდა 2003 და 2012 წწ) – ესაა ჩვენი გზა. და ეს გზა არ გადის ამჟამად, ამ წლის ბოლომდე ხელისუფლების დამთავრების მორიგ ილუზიაზე.
პარლამენტის დატოვება, მხოლოდ ქუჩის იმედად ყოფნა არის მიშას შემოთავაზებული გზა – ჯერ შევცვალოთ ხელისუფლება და მერე ეს გავიფორმოთ არჩევნებით.
პოსტსაბჭოთა საქართველოში რამდენიმე პროცენტს ყველა ხელისუფლება იპარავს (2008- შიც მოიპარა).
ორნიშნა უპირატესობას კი ემორჩილება( 2003 და 2012…არც ერთის ანალოგიური ვითარება არ გვაქვს დღეს, ისევე, როგორც არ გვქონდა არც 2018 და 2020 წწ., როცა ქუჩაში პროტესტი გაილია… 2008 და 2009 წწ. კიდევ უფრო დიდი პროტესტი გაილია ქუჩაში).
ყველამ უნდა მოძებნოს საკუთარი ორიენტირი ოპოზიციაში. ლელოს ლიდერიც თვითგამოერკვევა, იმედია. ასეთია დღევანდელი რეალობა”
კომენტარები