გორის ახალმა მერმა, მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პირველივე სამუშაო დღეს სოფელ ატენსა და წმინდაწყლის დასახლებაში მერის წარმომადგენლები სახლში გაუშვა. სოფელ ატენის გამგებელმა ნუგზარ მძინარაშვილმა გათავისუფლების შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მის ნაცვლად ხინჩაგაშვილის ახლო მეგობარი სანდრო ხუციშვილი დაინიშნა.
“გამათავისუფლეს, ბიჭები რომ დაიბარეს ხელშეკრულების გასაფორმებლად, მე არ დამიბარეს, რომ მივედი განცხადება უკვე დაწერილი ჰქონდა. მოუნდა თავის ძმაკაცს გამგებლობა და დაუთმეს”, – ამბობს მძინარაშვილი.
ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები ამბობენ, რომ გორის მერმა მეგობრებს მხარდაჭერა დაუფასა, სამაგიეროდ, არ დაუფასდათ შრომა გამგებლებს.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები