ანა დოლიძე ოპოზიციას, ხელისუფლებასთან ბრძოლის სამართლებრივ გზად, მუნიციპალიტეტებში საკრებულოებისა და ამომრჩევლის მხრიდან ქართული ოცნების მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას სთავაზობს და ამბობს:
„ჩვენ, ოპოზიციას ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ვუწოდებთ „სახალხო იმპიჩმენტს“. თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით შესაძლებელია იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოებში უმრავლესობა აქვს (ეს რაიონებია – ბათუმი, რუსთავი,ზუგდიდი, ჩხოროწყუ, მარტვილი) დააყენოს მერის იმპიჩმენტის საკითხი კანონმდებლობის მიხედვით. ამასთან, იმ რაიონებში, სადაც საკრებულოში უმრავლესობა აქვს მმართველ გუნდს, ამომრჩეველთა 20%-ს აქვს საშუალება, შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე, მიმართოს ადგილობრივ საკრებულოებს, რომელთა 2/3-ს აქვს უფლება დასვას მერის იმპიჩმენტის საკითხი“
დოლიძეს მიაჩნია, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში ცესკოს შედეგები კი მისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო, რადგან გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატებმა მოიპოვეს.
კომენტარები