მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს, 335 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ნომინალური მაჩვენებელია.
ეკონომისტების ნაწილი ილონ მასკს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მდიდარ ადამიანად არ აღიარებს. მათი განმარტებით, ყველა დროის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი ჯონ როკფელერი იყო.
აშშ-ს ყველაზე მასშტაბური ნავთობ-კომპანიის, Standard Oil-ის დამფუძნებლის ქონება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თითქმის 3%-ს შეადგენდა და ამჟამინდელი ვალუტის კურსისა და ინფლაციის გათვალისწინებით, ის 400-450 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. როკფელერის ოჯახის ქონების ზუსტი შეფასება თითქმის შეუძლებელია და სავარაუდოა, რომ ის გაცილებით მეტს შეადგენდა, ვიდრე ეს საშემოსავლო სამსახურისთვის იყო ცნობილი.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანია Tesla და SpaceX-ი სწრაფი ტემპით ზრდით მასკის ქონება როკფელერის რეკორდულ ნიშნულსაც გადააჭარბებს და შესაძლოა, მასკი მსოფლიოს ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელი პირველი ფისკალური წელი იყო Tesla-ს ისტორიაში, რომელიც ზარალით არ დასრულებულა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გასულ წელს კომპანიამ $31.5 მილიარდი შემოსავალი მიიღო, აქედან მოგება მხოლოდ 721 მილიონ დოლარს შეადგენდა
კომენტარები