კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში თქვა:
„რომ გაიძახის ოპოზიცია ვადამდელი არჩევნებიო, მართლა რომ ჩაატაროს „ქართულმა ოცნებამ“ ვადამდელი არჩევნები, მერე რას აკეთებს? ხომ იგივე შედეგი დადგება რაც ახლა არის? რითი მიაღწევენ უკეთეს შედეგს, რა მოხდა, რა ჩამოიქცა ისეთი, რომ ხალხმა შეცვალოს „ქართული ოცნება“ თუგინდ „ნაციონალური მოძრაობით?
ეს აბსურდულია და არანაირი ლოგიკა არ გააჩნია დღეს ვადამდელ არჩევნებზე საუბარს. ყველაზე ეფექტური იქნება, თუ მართლა პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა უნდა ოპოზიციას, სააკაშვილი უნდა დადუმდეს საერთოდ. ღმერთმა გაუმარჯოს, ჯანმრთელად იყოს, წავიდეს უკრაინაში და საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდნ. ვიდრე სააკაშვილი არსებობს, იარსებებს „ქართული ოცნება“ და პირიქით, ვიდერე „ოცნება“ იარსებებს, იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ ისინი ერთმანეთს აძლიერებენ.
ამიტომ, ყველაზე დიდი პატრიოტული ნაბიჯი ეს იქნება სააკაშვილის მხრიდან. ის ჩემი ძველი, ყოფილი მეგობარია, ჩვენს შორის მერე დიდმა შავმა კატამ გაირბინა. თუ მართლა სახელმწიფოზე ფიქრობს, წავიდეს პოლიტიკიდან და სულ სხვანაირად შეიცვლება ვითარება. ვერ შეაშინებენ მისით ქართულ საზოგადოებას… მაგრამ ეს არ მოხდება.”
კომენტარები