ფოთის ბაზრის დირექტორმა მოვაჭრეების უფლებების დაცვის მოთხოვნით მის კაბინეტში მისული ოპოზიციის წარმომადგენელი სცემა და აგინა.
მეტიც ნოდარ კორსანტია ოპოზიციონერსა და მოვაჭრეებს “ქურდთან” საქმის გარჩევით დაემუქრა.
“ჩემს კერძო საკუთრებაში შემოიჭრნენ ოთხჯერ. დავურეკე პატრულს. ახლა წავალ ქურდებთან და გაარჩევენ საქმეს. აბა მეტი რა ვქნა?! პოლიცია ვერ აკეთებს, მერია ვერ აკეთებს, 112-ი ვერ აკეთებს, შემომივარდა ხალხი და ვის მივმართო აბა?!“ – განაცხადა ნოდარ კორსანტიამ.
დაპირისპირება ფოთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალური ბაზრის დირექტორმა მოხუც გარემოვაჭრეებს თევზის გაყიდვა აუკრძალა, ბარიკადები დაუყენა და თევზი გადაუყარა.
მოვაჭრეების თქმით, ნოდარ კორსანტიას თავად აქვს მაღაზიები და პროდუქტის რეალიზაციის აკრძალვა სწორედ კონკურენციას ემსახურება.
კომენტარები