ჟურნალისტი, მაია ასათიანი, რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე იმყოფება და მედიასთან ამბობს:
“დღეს სიტყვა – რევოლუცია იკრძალება და ალბაათ, მალე ერთმანეთისთვის ვარდების ჩუქებას აგვიკრძალავენ, მაგრამ შეუძლებელია აკრძალო ხალხის თავისუფალი ნება.
ახლა თითოეული ჩვენგანის ხმა მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ერთად ვუყურებთ ახლა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას. დღეს ხელისუფლება ქილიკობს, გაძლებს სააკაშვილი 40 დღე, თუ გარდაიცვლება. მართლმადიდებლურ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას აქვს პრეტენზია, რომ ქრისტიანია, ეს ნიშნავს – დასასრულს. როცა ხალხია შენ გვერდით, არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის შენ წინააღმდეგ.
გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყოს ცოცხალი, თითოეული ჩვენგანის ხმა არ დაიკარგოს და მესამე – მე აღარ მინდა ბნელ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ჩვენ კოლეგებს კლავენ და მერე ამასზე იცინიან, სადაც უყურებენ როგორ კვდება, ერთი, თუნდაც თქვენთვის რიგითი პატიმარი. ახლა კვდება და თქვენ ელოდებით მის სიკვდილს და ამბობთ, რომ ყველას აქვს თვითმკვლელობის უფლება. ახლა თქვენ რომ ხედავდეთ, ვიღაცამ გამოაღო ფანჯარა და ხტება და არ შეაჩეროთ, თქვენ იქნებით მკვლელი, გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლება მკვლელია.”
კომენტარები