ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე ლაო ჯინ ჯაოს სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში გადავიდა.
ეს საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დასტურდება, სადაც მინიშნებულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მის გარშემო არსებული 1 379 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ფონდს მიმდინარე წლის აგვისტოში გადაეცა. მანამდე ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა.
ლაო ჯინ ჯაო ჩაის კულტურის სპეციალისტი იყო, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში, 23 წლის ასაკში ჩამოვიდა. მის სახელს უკავშირდება ჩინეთიდან ჩაის რამდენიმე ათასი ორგანული ნერგის ჩამოტანა. მის სახლს ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ლაო ჯინ ჯაოს სახლთან დაკავშირებით სამშენებლო სამუშაოების შესახებ ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა გასცეს.
კომენტარები