ჩინეთის სასუნთქი გზების დაავადებების კვლევითი ლაბორატორიის ექიმისა და ეპიდემიოლოგისტის, შონგ ნანშინის თქმით, კორონავირუსის პანდემია ივნისის ბოლოს დასრულდება იმ შემთხვევაში თუ ვირუსით მძიმედ დაზარალებული სახელმწიფოები გაატარებენ საკმარის ღონისძიებებს მის შესაკავებლად.
„თუ ზოგიერთი ქვეყანა არ მიაქცევს ყურადღებას პანდემიური ინფექციით გამოწვეულ მასშტაბურ ზიანს და მკაცრ ღონისძიებებს არ მიმართავენ ვირუსის შესაკავებლად, იგი შესაძლოა ძალზე დიდხანს გაგრძელდეს. ჩვეულებრივ, ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა მაღალია, ვირუსი ნაკლებად აქტიურია“ – განაცხადა შონგმა გუანდუნის ადგილობრივი მთავრობისა და ჯანდაცვის უწყების მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე კორონავირუსთან დაკავშირებით.
შონგი ცნობილია SARS-ის ვირუსებზე მისი ნაშრომებით. მან რამდენიმე თვით ადრე ვირუსის წარმოქმნისას იწინასწარმეტყველა, რომ კოვიდ 19-ის დაავადება განსაკუთრებულ გავრცელებას მიაღწევდა თებერვლის ბოლოს და კონტროლს დაექვემდებარება აპრილის ბოლოს.
კომენტარები