არა გაყალბებას, თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს – ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, ,,ნაცმოძრაობის” ოფისთან, ასობით ადამიანია გამოსული. აქაც ბათუმის მსგავსად ადამიანები, ვინც ხმა ოპოზიციას მისცა, ამბობენ, რომ მათი არჩევანი პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან მოიპარეს
ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი ახლა სწორედ ზუგდიდშია. პოლიტიკურ პროტესტს, რომელიც გუშინ აჭარიდან დაიწყო, სათავეში სწორედ ისინი უდგანან. არჩევნების გაყალბებასთან ერთად ზუგდიდის მაცხოვრებლები საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ.
მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელმაც თავისი პრეზიდენტი გაწირა შიმშილით სასიკვდილოდ. ეს ყველა სახელმწიფოსთვის დაუშვებელია – აცხადებს აქციის მონაწილე, ზუგდიდის მკვიდრი.
პროტესტი კი მთელი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვა დიდ ქალაქშიც გაგრძელდება, ფინალური აკორდი კი 6 ნოემბერს თბილისში იქნება.
წყარო – მთავარი
კომენტარები