დაავადებათა კონტროლის ცენტრი დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “იმედის” პირდაპირი ეთერის საშუალებით დღეს კერძო კლინიკებს მოუწოდა კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე გამოიჩინონ მაღალი სოლიდარობა და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანები:
“დღეს საქართველოში ჩვენი ჰოსპიტალების 90% არის კერძო, მოვუწოდებ მათ მფლობელებს და მმართველებს გამოვიჩინოთ მაღალი სოლიდარობა. აუცილებელია, რომ ყველა კერძო საავადმყოფოს მმართველმა გაითავისოს რა საშიშროებაც არის მსოფლიოში. პანდემიაა მსოფლიოში”, – განაცხადა მან.
კომენტარები