საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე, პანდემიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაქცინაციის პოპულარიზაციაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და მოქალაქეებთან ერთად, საპატრიარქოსაც ეკისრება:
“პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს სასულიერო პირებს, იქადაგონ ანტივაქსერული კამპანია. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი.”
კომენტარები