საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო ბრიფინგზე ამბობს:
“მზად ვარ ბევრი რამისთვის, როცა ვიცი, და სადაც ვიცი, რომ ქვეყნის ინტერესი დგას.
რადგან ეს საკითხი კიდევ ერთხელ მუსირებს, უნდა ვთქვა, ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია – არა და არასოდეს. ყოფილი პრეზიდენტი არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს შეწალების, ის არის არაკანონიერი გზით ქვეყანაში შემოსული და მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას.
ამის მიუხედავად და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ის უნდა იქნეს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომების მიღებას რათა მისი ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური დესტაბილიზაციისათვის.”
კომენტარები