კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მრევლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით ეკლესიების დეზინფექცია დღეიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინეს და ტაძრები და მიმდებარე ტერიტორია სპეციალური სითხით დამუშავდება. სასულიერო პირები განმარტავენ, რომ ტაძრებში სამლოცველოების შიდა და გარე ტერიტორია სველი წესით ყოველდღე სუფთავდება. სპირტიანი ხსნარით იწმინდება ხატები და ყველა კუთხე საფუძვლიანად მუშავდება.
კომენტარები