ფოტო – რუსთავი2
ისრაელში ქართული მაფიის ლიდერი 20 წლის ვაჟთან ერთად ავტომობილში ჩაცხრილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შუმ ისაკოვს ცეცხლი ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა გაუხსნა, თუმცა პოლიცია დანაშაულის მოტივად კრიმინალურ ანგარიშსწორებას განიხილავს.
გამოძიება არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ისაკოვის და მისი ვაჟის მკვლელობას კავშირი ჰქონდეს რამდენიმე დღის წინ ქალაქ ნაჰარიაში ორი კრიმინალური ავტორიტეტის ლიკვიდაციის მცდელობასთან.
53 წლის ისაკოვს ისრაელში “ქართული მაფიის ბოსად” მოიხსენიებდნენ. ის საქართველოდან ოჯახთან ერთად წლების წინ წავიდა.
ისრაელის პრესა სამართალდამცველ უწყებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისაკოვმა ირგვლივ შემოიკრიბა ისრაელში ემიგრირებული ქართველები და მძლავრი დანაშაულებრივი ქსელი შექმნა.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები