სცენარისტი და ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც აქტიურ ქველმოქმედებას ეწევა, სოციალურ ქსელში საშინელ მდგობარეობაში მყოფ ქალზე წერს და საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს.
აკა სინჯიკაშვილი:
“სასწრაფოდ და ძალიან ყურადღებით წაიკითხეთ ყველამ !!!
ამაზე საშინელება აღარც არსებობს. შუაგულ თბილისში ქალი ვიპოვეთ სარდაფში. უშუქობაში და სიცივეში, პირდაპირ ნაგავში და კანალიზაციაში წევს და კვდება. შიმშილით, უექიმობით, უწამლობით და უპატრონობით.
არ მიჰყავს არც სასწრაფოს, არც სხვა რომელიმე სახელმწიფო სამსახურს.
არ იღებს ლილოს თავშესაფარი. და ქვეყანაში უძლურებისთვის უფასო თავშესაფარი საერთოდ არ არსებობს!
მოგმართავთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ მოგვეხმაროთ, რომ დღესვე გადავიყვანოთ რამე ფასიან თავშეააფარში.
მართლა გეუბნებით ახლა რომ ავდგე და აქედან წამოვიდე, ორ დღესაც ვერ იცოცხლებს. წევს შიშველი ნაგვიან საწოლზე და ბოდავს უკვე.
გამივრცელეთ როგორც შეძლებთ ეს ამბავი. იქნებ ყველას მისწვდეს ხმა, ვინც უნდა იცოდეს ეს ამბავი. და იქნებ რომელიმე თავშესაფარი გამომეხმაუროს, წესიერი პირობებით და მამის სისხლი რომ არ ღირდეს მოხუცის დაწვენა. ჩვენ კი ახლავე დავიწყებთ რაც შეგვიძლია. ნებისმიერ ინფორმაციაზე დამირეკეთ -558181218. თუ ვერ გიპასუხეთ, მომწერეთ და დაგირეკავთ.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
GE90TB7603845061100016
PayPal – Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია”
კომენტარები