პოლიტიკოსი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ მას საკანონდებლო ორგანოში არ უშვებენ. როგორც გაბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მას ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიერ დაშვებული საშვი აქვს და შენობაში შესვლის სრული უფლება გააჩნია.
გაბაშვილი ამბობს, რომ განმარტება არ მიუღია და ეუბნებიან, რომ შესვლის უფლება არ აქვს.
გაბაშვილის თქმით, მას პარლამენტში შესვლა “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას სანახავად უნდა.
“არ ვიცი რა დაავალეს, როგორ დაავალეს, აბსოლუტურად უკანონოდ, უწესოდ, უზნეოდ დგანან და მეუბნებიან, რომ შესვლის უფლება არ მაქვს”, – ამბობს გაბაშვილი.
გაბაშვილი ამ დრომდე პარლამენტის ჭიშკართან რჩება.
კომენტარები