მწერალმა მერაბ რატიშვილმა რადიო “ჯორჯიან-თაიმსი”-ს ეთერში სტუმრობისას, თქვა:
“2004 წლის უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა 2008 წელს – რეალურად, ზურაბ ჟვანიამ გააჩერა ომი 2004 წელს.
როცა შევხვდი, ვუთხარი, პოლიტბიუროს წევრებს მედლებს რომ აძლევდნენ, მერე ან ელჩად უშვებდნენ, ან პენსიაზე, ან გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვლებოდნენ-თქო და იცინა.
გადის 2 თვე და ჟვანია მეუბნება, ხომ არაფერი გაქვს, წამიყვანე მოსკოვშიო, მითხრა, რომ გადადგომა უნდოდა.
საბოლოო ჯამში, აღარც რუსებს და აღარც ამერიკელებს აღარ აწყობდათ ჟვანიას ლიდერობა, სააკაშვილს შეასრულებინებდნენ, რაც სჭირდებოდათ.”
კომენტარები