ფოტოები – მთავარი
თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს – ამ წუთებში, ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია იწყება.
ოპოზიციონერი ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ის მხარდამჭერები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და გათავისუფლებას ითხოვენ.
ანალოგიური მოთხოვნით აქციები უკვე გაიმართა ზუგდიდსა და ბათუმში. შაბათს, 6 ნოემბერს კი საპროტესტო ტალღა თბილისსაც მოიცავს.
კომენტარები