ფოტო – ტვ პირველი
“ტვ პირველს” მე-12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებულ წერილს ასაჯაროებს – წერილის ავტორი კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ფირცხალავაა.
“რომ ღლიცინებენ შიმშილობაზე, როგორ წარმოუდგენიათ, დაკეტილი ერთი ოთახი, ორი ვიდეო-კამერა, საჭმელს “კარმუშკიდან” გაწვდიან და ორი თანამშრომელის წინ არ იღებ ამ საჭმელს. გაქვს კარტა, რომლითაც ალტერნატიული საკვები შეგიძლია შეიძინო მაღაზიაში. ეს კარტა მაღაზიაში მიაქვს ადმინისტრაციას, შესაბამისად აკონტროლებს რას ყიდულობ. როგორც კი იყიდი საკვებს, იმ წუთშივე აკეთებენ ოქმს, რომ შიმშილობა შეწყდა. თან ახლა ერთი კვირაა მაღაზია ცარიელია. “გუდვილი” წავიდა და ცნობილი “ჯიბე” შემოვიდა.
ნებისმიერი საკვები კონტროლდება ციხის ადმინისტრაციის მიერ და საიდან მოაქვთ ამ შიზოფრენიკებს, რომ მიშა იკვებება, გაუგებარია. მიშა რომ შიმშილობს ეს არის უტყუარი ფატი და ციხე კი არ დასცინის, როგორც ეს ერთმა შეზოფრენიკმა თქვა, არამედ ერთსულოვნად პატივს სცემენ, გულშემატკივრობენ და განიცდიან. ყოველ დილით ყველა ფანჯრიდან იყურება, რეანომობილი დგას თუ არა”- წერს ფირცხალავა.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები