გიორგი ხარჩილავა, რომელიც წალენჯიხის მერი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა, ჟურნალ „გზას“ თავისი ოჯახის შესახებ ესაუბრება.
მას მეუღლე და სამი ქალიშვილი ჰყავს.
„მყავს მეუღლე, ირმა სორდია და სამი შვილი: უფროსი, მაგდა საერთაშორისო ურთიერთობების სტიპენდიატია, მყავს მეორე გოგონა მარიამი და უმცროსი ბიჭი, გიორგი, რომელიც 15 წლისაა. ძალიან მინდა, სპორტს გაჰყვეს, კარგი მონაცემები აქვს. ახლა ცოტა ხნით ჩამოშორდა სპორტს და ვისურვებდი, ისევ დაუბრუნდეს აქტიურ ვარჯიშს. ეს ძალიან გამახარებს. დედაჩემი პედაგოგია, კერძო სკოლის დამფუძნებელია წალენჯიხაში, ასაკის მიუხედავად, ისევ წიგნებს კითხულობს და სულ რეფორმებზე ლაპარაკობს. სულ სწავლაშია. დედა აქტიურობდა არჩევნების დროს, ოღონდ, მოზომილად იყო ჩართული ამ პროცესში. ოჯახს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი კახის ცხოვრებაში. ამაყი ვარ ჩემი ოჯახით…“
კომენტარები