რეჟისორი ქეთი დოლიძე პასუხობს ჟურნალ „გზასთან“ ამბობს:
„იცით, ვინ ამბობს, ადრე უფრო კარგად ვცხოვრობდითო?.. ვინც „ნაციონალებს“ უჭერს მხარს და ვისაც ისინი ფულს აძლევდნენ.
ვინც მათი მომხრე არ იყო, გააუბედურეს, ციხეში ჩასვეს, შვილები დაუხოცეს – ამის მეტს ვეღარაფერს გეტყვით. არანაირი კომენტარის გაკეთება მატერიალურ, სოციალურ კეთილდღეობაზე არ მსურს, როცა ერთმა კაცმა და მისმა ხალხმა მთელი საქართველო გაანადგურა. მიშას დროს უკეთესად ვცხოვრობდითო. ამისი თქმა როგორ შეიძლება?! ამ კაცმა ჩვენი ტერიტორიის 20% რუსებს ჩააბარა და ახლა პურზე, ყველზე და მატერიალურ მდგომარეობაზე ვიმსჯელოთ? პირდაპირ გეტყვით: ამ თემაზე ლაპარაკი აღარ მსურს…“
კომენტარები