კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, პრევენციული ზომების განსახორციელებლად, საგამოძიებო სამსახური, დროებით კორესპონდენციის წარმოების დისტანციურ მეთოდზე გადადის.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 აპრილამდე საგამოძიებო სამსახურში, განცხადებებისა და სხვა სახის კორესპონდენციის მიღება განხორციელდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მოქალაქეებმა დოკუმენტის ციფრული (დასკანერებული) ვერსია უნდა გააგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტაზე is@mof.ge.
კომენტარები