ფოტო – ტვ პირველი
სალხინოში პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. სამართალდამცავები სასულიერო პირებს სალხინოს მონასტერში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. სასულიერო პირები დილით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებენ და მეუფე სტეფანესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
“მეუფე გაიქცა მაგას ჩვენთან სალაპარაკო პირი არ აქვს”, – ამბობს სასულიერო პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო დანაყოფები გამთენიისას იმერეთიდან გადაისროლა. სპეცოპერაციის შემდეგ პეტრე ცაავას მომხრეებს ხელბორკილები დაადეს და პოლიციაში გადაიყვანეს. დაკავებულია. 5 სასულიერო პირი – მამა დანიელი, მამა ლუკა, მამა მიქაელი, მამა პეტრე და მამა ბასილი.
კომენტარები