დეპუტატი, სანდრო რაქვიაშვილი, ჟურნალისტებთან ზურაბ ჯაფარიძის მიერ მანდატზე უარი თქმას გამოეხმაურა:
“ტრაგედია არ არის, თუ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტს დატოვებს.
მამუკა ხაზარაძე წალენჯიხაში წასვლას აპირებს და ჩვეულებრივი ამბავია, რომ პარლამენტი დატოვოს. ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში მაინც არ დადიოდა და მისი აქ არყოფნით არაფერი შეიცვლება, ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში განცხადების დაწერაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც უარი თქვეს, როცა მიხეილ სააკაშვილმა თავისი პოზიცია შეცვალა. როგორც ჩანს, ბევრ დეპუტატს არ წარმოუდგენია ის შესაძლებლობები გამოიყენოს, რაც პარლამენტშია. თუ არ შეუძლიათ და სხვა ალტერნატივა აქვთ, რატომაც არა“
ზურაბ ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დატოვებაზე ოფიციალური განცხადებით საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართეს.
კომენტარები