კვლევის მიხედვით, გერმანელების დაახლოებით 57%-ს სურს, რომ COVID-19-ის ვაქცინაცია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის სავალდებულო გახდეს. ასეთი მონაცემები აჩვენა Deutschlandtrend-ის ახალმა გამოკითხვამ, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ARD-მა გამოაქვეყნა.
კვლევის შედეგებს DW ავრცელებს.
ეს 11 პუნქტით მეტია ვიდრე 2021 წლის აგვისტოში და პირველად მხარდაჭერა კორონავირუსის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციის მიმართ გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა გამოთქვა.
გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს.
კომენტარები