ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს სააგენტო “თაიმერი” ავრცელებს:
“თქვენ აღსარებას რომელი ჩაგაბარებთ? ვისი მამაო ხარ? ზვიად გამსახურდიას მკვლელის მამაო ხარ? ეროვნულების გამყიდველები ხართ ყველანი ერთად. ზვიადის ამომჟღლეტავები ხართ, ესა ხართ თქვენ საპარიარქო, ჩოხოსნები – ჩოხის წამბილწველები, ქართული ჩოხის. სატანები ხართ”
შეგახსენებთ, რომ გამთენისას მეუფე სტეფანემ ჩოხოსანთა დახმარებით ჭყონდიდის ეპარქიიდან განყენებული სასულიერო პირები ძალის გამოყენებით მონასტრიდან გამოაძევა.სალხინოში ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. არსებული ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველების დამატებითი ძალები იმერეთიდან ჩაიყვანეს.
კომენტარები