მაკო ღამბაშიძე, სოციალურ ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებელი” წერს:
‘შოკირებული ვარ და არ მჯერა რომ ამ საუკუნეში ადამიანები ამას ბედავენ!!! საქართველოს ფოსტა / Georgian Post, ჩემი პირადი ინფორმაცია (პირადი ნომერი, საკონტაქტო, მისამართი, კოვიდ პასპორტი და მასზე დატანილი მთელი პირადი ინფორმაცია) მოხვდა სრულიად უცხო პირის ხელში, რომელიც თქვენი თანამშრომელი არ არის!!!
კოვიდ პასპორტის აპოსტილით დამოწმებაზე იუსტიციაში გავაკეთე განაცხადი. დაახლოებით 10 დღის შემდეგ, საქართველოს ფოსტიდან დამიკავშირდნენ გამზადებული დოკუმენტის ჩაბარების თაობაზე. საღამოს, 8 საათზე მირეკავს პირი (მგონია რომ კურიერი) და მეუბნება რომ დოკუმენტი მზადაა და მისამართზე მომიტანს. კორპუსთან მოვიდა და მირეკავს რომ ჩემი მანქანის წინ დგას. ჯერ ეს ძალიან გამიკვირდა. ფოსტის თანამშრომელმა საიდან იცის რა მანქანა მყავს თქო. კიბეზე ჩავდივარ და მხვდება ბიჭი, რომელიც წინა დღეებში ვულკანიზაციაში მომემსახურა. სრულიად უცხო პირი, რომელიც საქართველოს ფოსტის თანამშრომელი არ არის, გადმომცემს დოკუმენტს და არც ხელს მაწერინებს და არც პირადობას მთხოვს! რადგან წინა დღეებში ვულკანიზაციაში ვნახე, გამიკვირდა და ვეკითხები, თქვენ აქ საიდან, ფოსტაში მუშაობთ თქო? არა, რაღაც დოკუმენტებს ვარჩევდი და შემთხვევით შემხვდაო. აი სახტად დავრჩი. ვერც გავიაზრე ჯერ რა ხდებოდა. რამდენიმე ხანში მწერს “თქვენი გზავნილი ხომ დაუზიანებლად ჩაგბარდათ? ))”
მოვითხოვ პასუხს, რა უფლებით გადასცა თქვენმა კურიერმა სრულიად უცხო პირს ჩემი პირადი ინფორმაცია! რა უფლებით აწერს ხელს ჩემს ნაცვლად მიღება- ჩაბარების დოკუმენტზე სხვა პირი!!!
საჩივარს ოფიციალური სახე მივეცი და დაველოდები რეაგირებას!!!”
კომენტარები