ჟურნალისტი, თბილისის ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გია გაბრიჭიძე, კლინიკების ასოციაციის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“სისულელეა რაიმე ფორმით (თუნდაც ყველაზე არაკორექტული), ამ ასოციაციის ხელმძღვანელს, ვინმე ვილი პაჭკორიას რაიმე ვუთხრა.
სისულელეა ამ არსებას, რომელიც რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების წევრი იყო, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარეობაც სურდა ვუთხრა, რომ ექიმი არამც თუ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, ომში დაჭრილ მტერსაც უწევს დახმარებას.
სისულელეა უთხრა, რომ არამზადაა, რადგანაც ექიმი პოლიტიკურ ბრძოლაში არ უნდა ჩაებას.
სისულელეა შეახსენო ჰიპოკრატეს ფიცი, რადგანაც ამ ნაძირალამ ფიცი გვარამიას მისცა.
აქ მის ამ უაზრო იდიოტობაზე კი არ ვწერ, მის მდაბიო სულზე კი არ ვამახვილებ ყურადღებას, არამედ პასუხს ვთხოვ ექიმი დედაჩემის, ჩემი ექიმი ნათლიების, ექიმი ბიძაშვილების, მეგობრების და საერთოდ სამედიცინო საზოგადოების სახელით.
პირველ რიგში მივმართავ ამ ასოციაციის წევრებს გააკეთონ თავიანთი არჩევანი – ჰიპოკრატეს ფიცის ერთგულები არიან, თუ გვარამიას ფიცის.
მივმართავ “კიდმედის” და “დიდმედის” თანამშრომლებს – გადაწყვიტონ სურთ თუ არა 21-ე საუკუნის მენგელესთან (ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ექიმი. სს-ის ოფიცერი) მუშაობა და პაციენტების გულშემატკივრებს – სურთ თუ არა საკუთარი ახლობლების ბედი ანდონ მეგის ქარდავასა და “კასტილიანის” მხარდამჭერს.
მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს შეუჩერონ ამ ნაძირალას სამედიცინო საქმიანობის უფლება, რადგან თუ ვინმე მსგავს განცხადებას აკეთებს, ის ექიმი არ არის და მისი სამედიცინო სფეროში საქმიანობა, მოსახლეობისთვის საშიშროებას წარმოადგენს”
კომენტარები