ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, პოლიტიკური დევნილი, დავით ნემსაძე.
შევეხმიანები იმ ხალხსაც, ვინც მიხეილ სააკაშვილს ციხესთან აქცია გაუმართა. გულახდილად გეტყვით ამას, რა. ამდენი ხანი არ იცოდნენ, მათი ახლობლები „ნაცების“ დროს მოკლულები რომ იყვნენ და ციხეში ისხდნენ? ვეკითხები, ამდენი ხანი სად იყვნენ? რატომ არ უმართავდნენ აქციებს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, პოლიციას, სუს–ს, პროკურატურას და სასამართლოს, რომ დამნაშავენი, ამ მკვლელობების შემკვეთები, შემსრულებლები, ის ხალხი, ვინც უდანაშაულო ადამიანები ჩასვა ციხეში, დაესაჯათ? სააკაშვილს უნდა დაესაჯა მისივე რეჟიმის დამნაშავეები? სად არის აქ ლოგიკა?
ეგ იყო სუს–ის მიერ მართული აქცია. არ არის ეს სწორი, როდესაც საზოგადოება არ არის თვითმყოფადი. კუსტარულად კეთდება ეგ ყველაფერი. პირდაპირ გითხრა, დავასახელო, რომელი დაზარალებულის მშობელს როგორ მოეფერა ეს ხელისუფლება?! სირცხვილია, რა, რომ თქვენი მიცვალებულები გაყიდეთ. ეს არის რეალობა. ეს ასე რომ არ ყოფილიყო, ეს ადამიანები, სააკაშვილის ციხეში ჩასმის გამო რომ ყვირიან, მაშინ აყვირდებოდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილი რომ გააცილა ქვეყნიდან და თვითმფრინავის ტრაპზე ააცილა. მერე კი ხელი შეუწყო მის პოლიტიკურ დევნილად, ახლა კი პოლიტიკურ პატიმრად გასაღებას. თავის დროზე მოაშორებდნენ ამხელა ჭუჭყს ქვეყანას, რაც ახლა მოხდა მიხეილ სააკაშვილის დაკავებით და გათეთრებით.
მისი დაკავება უნდა მომხდარიყო თავის დროზე, რეალური და მძიმე ბრალდებებით, რაც ჩადენილი აქვს და არა „კოსტიუმების თემით“. მაშინ ამხელა პროტესტი არ იქნებოდა, ყველაფერი იქნებოდა სამართლის ჩარჩოებში მოქცეული. შესაბამისად, არც ამხელა მხარდაჭერა ექნებოდათ სააკაშვილსა და მის პარტიას დასავლეთიდან. დღეს იცი, რა სიტუაციაა? ხალხი ფიქრობს, თუ მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, მაშინ ბიძინა ივანიშვილიც უნდა იჯდესო.
კომენტარები