ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას”ბიბისი” თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბრაზილიელ პოლიტიკოსთან პირდაპირი კომუნიკაცია თითქმის არ ჰქონია. სწორედ ამიტომ კორონავირუსზე ტესტის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას დონალდ ტრამპი შეხვდა ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, შეხვედრის დროს მისთვის ხელი არ ჩამოურთმევია.
კომენტარები