გიული ალასანია და ლიზა იასკო ვატიკანის ელჩს უკრაინაში, ვისვალდასკულბოკას შეხვდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიზა იასკომ დაწერა.
“შევხვდით ვისვალდას კულბოკასს – ვატიკანის ელჩს უკრაინაში.
გიული ალასანიასთან ერთად ვისაუბრეთ ციხეში მყოფ უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილზე.
ელჩი ინფორმირებულია იმ უდიდესი უსამართლობის შესახებ, რაც მიხეილთან, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით ხდება.
ელჩი ნამყოფია საქართველოში და კარგად ესმის ის პრობლემები და გამოწვევები, რის წინაშეც ეს ქვეყანაა.
როგორც ქრისტიანი გულწრფელად განიცდის მიხეილის მდგომარეობას და ესმის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
დარწმუნებული ვარ, იმ რთულ ვითარებაში, რაშიც მიხეილია, ეკლესიის წარმომადგენელთა სიტყვა და მისი სიცოცხლის დაცვისთვის ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია”,- ნათქვამია ლიზა იასკოს პოსტში.
კომენტარები