“ენმ”-ის წევრი, გივი თარგამაძე:
“უსაფრთხოების სამსახური – აბრევიატურა რომ სამ ასოიანი გაქვსთ, სწორია. ასოებია გადასაკეთებელი. ნუ, რომ არ ტეხავდეს, შეგიძლიათ 900 დაწეროთ, ყველა მიხვდება.
მაშ ასე: სააგენტო 900 იუწყება, რომ ციხეში უზით ადამიანი, რომელიც დისტანციურად უგეგმავს გადატრიალებას. მარტოს რომ არ გაუჭირდეს, კიდევ რაღაც რაოდენობას დაიჭერენ და უკვე ერთად ციხიდან მშვიდად და ეფექტურად გააგრძელებენ დაგეგმვას.
ცნობისათვის – შენობების ბლოკირება, გზების გადაკეტვა, ფუნქციონირების დაბრკოლება – ყველა სრულებით ლეგიტიმური ინსტრუმენტებია პროტესტისა. შევარდნას 20 ივნისის გამოცდილებით ადგილზე აღკვეთ.
ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას რაც შეეხება – ამჯერად უპარტიო ვარ და რა ვიცი, აბა
P.S. ისე, ციხეში ერთი ადამიანის მკვლელობის გასაპრავებლად გარეთ მეორეს მკვლელობა არ გამოგადგებათ, ტყუილად ნუ დაიდებთ ცოდვას.”
კომენტარები