ყოფილი დეპუტატი ოთარ ჩრდილელი:
„გთხოვთ გაითვალისწინოთ
სტატუსი ეხება არა – სააკაშვილის შიმშილობას არამედ:
სახალხო დამცველის კონკრეტულ განცხადებას, რომელმაც ეჭვი მაქვს, რომ:
შიმშილობის დეფინიცია იცის და განცხადებაში მაინც აკეთებს ასეთ ჩანართს
,, ამგვარმა დამოკიდებულებამ შესაძლოა მოშიმშილე პატიმრებს ყველა სახის სითხისა და მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმისკენ უბიძგოს,,
ქალბატონმა სახალხო დამცველმა, მშვენივრად იცის, რომ
შიმშილობა არის შეგნებული საპროტესტო აქტი, რომელიც არა ძალადობრივ ხასიათს ატარებს და მიმართულია, რათა მოხდეს მოშიმშილესადმი თანაგრძნობა.
შანსი არაა, სახალხო დამცველის აპარატში არ იცოდნენ, რომ კლასიკური გაგებით შიმშილობა მხოლოდ ორნაირია:
ჩვეულებრივი(წყლით) და მშრალი შიმშილობა (წყლის გარეშე)
დანარჩენი (სოკები, კონსერვანტი, მედიკამენტები, ვიტამინები, ხილფაფები)არის დიეტა
მერამდენედ ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე თავის დროზე და არ მივეცი ხმა, ქალბატონი ლომჯარიას არჩევას
რადგან ვთვლიდი: რომ აღნიშნული ქალბატონის სტანდარტი NGO-ს თვალსაწიერს ვერ ცდებოდა
ძალიან გთხოვთ
შემოვარდნამდე სწორად გაიგეთ
დაწერილის არსი და ცოტა მეტ ლიტერატურას გაეცანით შიმშილობაზე
რომელსაც-არა მარტო პოლიტიკოსები მიმართავენ“
კომენტარები