ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
,,ნეტაი ერთი ვინც ღლიცინებთ, ერთხელ მაინც გიშიმშილიათ? ვისაც უშიმშილია ყველამ იცის, მესამე დღის მერე შიმშილის გრძნობა გეკარგება, თითქოს აღარ გაწუხებს, ეტყობა ორგანიზმი ჭამის რეფლექს ივიწყებს და შიმშილის გრძნობა გარკვეული პერიოდი გეკარგება. სხვისი არ ვიცი და მე ასე ვიყავი ყველა შიმშილობის დროს. აი ყოველ დღე 200 გრამ ფაფას რომ შეჭამ ეგ ალბათ უარესი წამებაა, იმიტომ რომ ჭამის რეფლექსი და შესაბამისად საკვების მიღების სურვილი ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად რჩება, ეს საჭმელი, რასაც იღებ ბუნებრივია არ გყოფნის და შიმშილს ვერ გიკლავს, შესაბამისად მიშას მუდმივი და მზარდი შიმშილის გრძნობა ექნება. ესაა წამება. მისთვის აჯობებდა ის ვიტამინები თუ დანამატების შემცველი სითხე ვენიდან შეეყვანათ გადასხმებით.”
კომენტარები