ჟურნალისტი ირინე გოგოსაშვილი:
,,2004 წლის 26 აპრილს, ჯაშუშობის ბრალდებით რომ დამაპატიმრეს ფოთში, ეგრევე მშრალი შიმშილობა დავიწყე!
პოლიციის უფროსი მეხვეწებოდა ,,აგერ ახლა ჩამმა ცოლმა ცხელი ჭადები და სახლის ყველი გამომიგზავნა, გეხვეწები მიირთვი, აფსურდია რასაც გაბრალებენ, მალე გაგიშვებენ და ჯანმრთელობას ნუ დაიზიანებო,,….
მხოლოდ სიგარეტს ვეწეოდი, წნევა 200-220 მქონდა,შაქარი აწეული,მაგრამ წყალი რომ წყალია ისიც კი არ დამილევია…აცეტონის არათუ გემოს, არამედ სუნსაც ვგრძნობდი კამერაში….
მაკა ფანქველაშვილია მოწმე,(რუსთავი 2 ჟურნალისტი, რომელიც მეკითხებოდა აღიარებ ჯაშუშობასოო?) კრიზი რომ დამეწყო, წნევისგან სახე გავარვარებული, თვალები ჩასისხლული მქონდა, მაგრამ წამალიც არ დამილევია!
ტბილისში ვაჟა ფშაველაზე კუდის თუ სუსის ჯურღმულში რომ ჩამიყვანეს ექიმი დამახვედრეს-არ მოკვდესო, მაგრამ მიუხედავად მათი შეგონებისა არც მაშინ დავლიე არათუ წამალი, წყალიც კი!!
6 დღეში 12 კილო მქონდა დაკლებული და ეს 35 დღე ნაშიმშილები ასე ფერხორციანად როგორ გამოიყურებაა?!
ვისაც არ უშიმშილია, იმას მოუყევით ეგ ზღაპრები ქოცებმაც და ნაცებმაც, გასაგებიააა?”
კომენტარები