“ინფო რუსთავის” დამფუძნებელი, გიორგი ჩომახაშვილი:
“რადგან ასეთი ამბავი ატყდა მე იქ ვიყავი და გეტყვით რაც მოხდა.
მამაკაცი მოულოდნელად გახდა ცუდად და დაკარგა გონება, აქციის ორგანიზატორებმა და მამაკაცის თანხმლებმა პირებმა გაიყვანეს სცენის უკან, იქ სადაც ნაკლები ხალხი იყო და შედარებით მეტი ჰაერი, დააწვინეს იქვე არსებულ ბეტონის ჯებირზე. გამოიძახეს სასწრაფო, რომელიც ლომოურის ქუჩიდან ციხესთან დაახლოებით 15 წუთში მოვიდა.
ადგილზე მოსულ ეკიპაჟს სცენასთან მისვლა გაუჭირდა. სცენასთან ძალიან ბევრი ადამიანი იდგა მჭიდროდ და ვერ შეძლებდნენ შემოსვლას. უცებ დავინახე რომ მორბის პატრულის თანამშრომელი რომელსაც ექიმების ყუთი მოაქვს რომელიც პირველადი დახმარებისთვის არის საჭირო, უკან ექიმებიც მოყვებოდნენ. მივიდნენ პაციენტთან, ფოტოზეც ჩანს რომ ექიმები ცდილობენ დახმარებას და გარშემო პატრულის თანამშრომლებიც არიან.
პირველადი დახმარება უშედეგო აღმოჩნდა. დადგა საკითხი როგორ გაეყვანათ, ეკიპაჟი ვერც გარდაბნის მხრიდან მიუდგებოდა (ეს არის რუსთავი-გარდაბნის მთავარი გზა და შემოვლით გზაზე ძაან დიდი დრო დაიხარჯებოდა), მალევე პატრულის თანამშრომელმა მოიტანა საკაცე და უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ისევ ხალხის გავლით გაიყვანეს.
ის რომ სასწრაფოსა და პატრულის თანამშრომლებმა გაიყვანეს პაციენტი ეს დაინახა ყველამ ……. ანუ ობიექტურობისთის უნდა ითქვას რომ სასწრაფო და პატრული ადგილზე იყო, თუმცა მე ვფიქრობ ასეთი აქციის დროს, მით უმეტეს ასეთ ადგილზე სადაც აქცია იყო აუცილებლად უნდა ემორიგევა სასწრაფოს …….
სამწუხაროდ მამაკაცი გარდაიცვალა”
კომენტარები